პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას ფრანგულ გრანდში დებიუტის შესახებ დასმულ კითხვაზე კონკრეტული პასუხი არ გასცა.
„ფეხბურთელს როდესაც ყიდულობ გჯერა, რომ ის გუნდს გააძლიერებს. მე არ ვიცი, ხვიჩა თამაშს როდის დაიწყებს, რადგან ეს ვარჯიშებზეა დამოკიდებული. ეს გუნდის დონის გამო ძალიან რთულია.
დებიუტი როდის ექნება? ეს მნიშვნელოვანი არაა, რადგან მნიშვნელოვანირ, რომ ჩვენთან ერთად დინამიკაშია. ფიზიკურად ძალიან კარგადაა მომზადებული. ვარჯიშებზე მასთან დაკავშირებით არავითარი პრობლემა არ გვინახავს. ის სამუშაოდ მზადაა“ – ციტირებს ლუის ენრიკეს RMC Sport.
კვარაცხელიამ ფრანგულ გრანდთან კონტრაქტი 2029 წლის ივნისამდე გააფორმა. მისი ხელფასი ახალ კლუბში წელიწადში 9 მილიონი ევრო იქნება და პლუს კიდევ 2 მილიონი სხვადასხვა ბონუსების სახითაა გათვალისწინებული კვარაცხელიაში „ნაპოლიმ“ ფრანგული გრანდისგან 70 მილიონი ევრო მიიღო. ის ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია. გარდა ამისა, ხვიჩა პსჟ-ს მიერ შეძენილ ყველაზე ძვირადღირებულ მოთამაშეებში მეოთხეა, ხოლო “ნაპოლის” მიერ ყველაზე ძვირად გაყიდულ მოთამაშეებში მეორეა.
ლაშა თაბაგარი
