იამალი „ბარსელონაში“ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

0
5

17 წლის ლამინ იამალი „ბარსელონას“ გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, რის შესახებ ესპანური გრანდის პრესსამსახური იუწყება.
ესპანეთის ეროვნული გუნდის ფეხბურთელმა ალდო როვირას სახელობის პრიზი პირველად მიიღო. ამ მხრივ რეკორდსმენი არგენტინელი ლიონელ მესია, რომელსაც საპატიო ჯილდო 6-ჯერ ერგო.
იამალმა 2023-2024 წლების სეზონში საკლუბო დონეზე ყველა ტურნირში ჩატარებულ 50 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 9 საგოლე პასი გააკეთა. მან ესპანეთის ნაკრებთან ერთად ევრო 2024 მოიგო და ტურნირის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ აღიარეს.
ლაშა თაბაგარი