ნური შაჰინი დორტმუნდის „ბორუსიას“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან დაითხოვეს, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება.
ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპის მე-7 ტურში დორტმუნდელებმა სტუმრად „ბოლონიასთან“ 1:2 წააგეს და 36 წლის სპეცილისტისთვის ეს მატჩი „ბორუსიას“ თავკაცის პოსტზე ბოლო აღმოჩნდა.
შაჰინი გუნდს სათავეში გასული წლის ზაფხულში ედინ ტერზიჩის ნაცვლად ჩაუდგა, მაგრამ მოლოდინი აშკარად ვერ გაამართლა. „ბორუსია“, რომელიც გერმანიის ბუნდესლიგაში მაღალი მიზნისთვის იბრძვის, ამჟამად 25 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზეა.
„ბორუსიას“ შაბათს „ვერდერთან“ გასამართ შეხვედრაში 39 წლის მაიკ ტულბერგი უხელმძღვანელებს, რომელიც 2020 წლიდან 19-წლამდელთა გუნდს ავარჯიშებს, ხოლო ერთი სეზონი 23-წლამდელ;ებსაც წვრთნიდა.
ლაშა თაბაგარი
