„ლევანტემ“, რომელშიც გიორგი ქოჩორაშვილი გამოდის ზედიზედ 4-მატჩიანი მოუგებელი (ერთი წაგება და სამი ფრე) სერია შეწყვიტა. ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის მე-14 ტურში ვალენსიელები სტუმრად აუტსაიდერ „ტენერიფეს“ შეხვდნენ და 3:0 დაამარცხეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა და კარგი შთაბეჭდილება დატოვა.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, სტუმრები 49-ე წუთზე უგო მორალესმა დააწინაურა. 71-ე წუთზე სტუმართა ფეხბურტელმა ედგარ ბადიამ ბურთი თავის კარსი გაიტანა. 85-წ წუთზე მასპინძლების კარი ედგარ გარსიამ აიღო. „ლევანტეს“ 35 ქულა აქვს და 22-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





