იამალი: „ბარსელონას“ ჩემი ცხოვრების გუნდია და კონტრაქტს გავახანგრძლივებ“

0
30

„ბარსელონას“ გარემარბმა ლამინ იამალმა განაცხადა, რომ კლუბთან კონტრაქტს აუცილებლად გაახანგრძლივებს. ესპანეთის ეროვნული ნაკრების 17 წლის ფეხბურთელს ხელშეკრულება 2026 წლის ივნისში ეწურება.
„არ ვიცი კონტრაქტს ხელს როდის მოვაწერ, მაგრამ ვფიქრობ ეს მალე მოხდება. ბოლოს და ბოლოს „ბარსელონა“ ჩემი ცხოვრების კლუბია. იმედია, აქ რაც შესაძლოა დიდი ხანი დავრჩები. ლა ლიგაში „ბარსელონაში“ თამაში მსურს და კონტრაქტს გავახანგრძლივებ“ – იუწყება Sky Sports იამალია ნათქვამს, რომელიც „ბარსელონას“ პირველ გუნდში 2022 წლიდან გამოდის და ყველა ტურნირში ჩატარებულ 69 მატჩში 13 გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი