ლოპეტეგის „ვესტ ჰემში“ გრემ პოტერი შეცვლის

0
73

ლონდონის „ვესტ ჰემის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ხულე ლოპეტეგის ინგლისელი გრემ პოტერი შეცვლის, რის შესახებ Sky Sports-ი იუწყება.
პოტერი უახლოეს ხანში ლონდონელებთან კონტრაქტს ორწელიწადნახევრით გააფორმებს. ის 2023 წლის აპრილიდან, როდესაც „ჩელსიდან“ დაითხოვეს, უმუშევარი იყო.
ესპანეთის ეროვნული ნაკრების ექსთავკაცი „ვესტ ჰემს“ 2024 წლის ივლისიდან ავარჯიშებს და არცთუ წარმატებით. „ჩაქუჩები“ 23 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზე არიან.