„ლიონმა“, რომელშიც გიორგი მიქაუტაძე გამოდის, საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-16 ტურში აუტსაიდერი „მონპელიე“ მიიღო და მინიმალური ანგარიშით აჯობა. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 76-ე წუთზე ჩაერთო.
მასპინძლებმა სამი ქულა მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე „მონპელიეს“ ნახევარმცველ ფაიადის ავტოგოლის წყალობით მოიპოვეს. „ლიონი“ 28 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა.
„სენტ-ეტიენმა“ ზურიკო დავითაშვილის გარეშე შინ „რეიმსი“ 3:1 დაამარცხა, ჩვენი ეროვნული გუნდის შემტევმა ნახევარმცველმა იმიტომ არ ითამაშა, რომ ტემპერატურამ აუწია. „სენტ-ეტიენი“ 16 ქულით მე-14 ვპოზიციაზეა.
ლაშა თაბაგარი
