მამარდაშვილის დაბრუნება გადაიდო

0
19

გიორგი მამარდაშვილის მოედანზე დაბრუნება ჯერჯერობით გადაიდო. საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ, რომელმაც გასული წლის დეკემბერში კუნთის ტრავმა მიიღო, 3 იანვარს მადრიდის „რეალთან“ მე-12 ტურის გადადებული მატჩიც გამოტოვა.
„ვალენსიას“ ახალი მთავარი მწვრთნელის კარლოს კორბერანის დებიუტი წარუმატებელი აღმოჩნდა. მისი გუნდი შინ მადრიდელებთან 1:2 დამარცხდა, ხოლო მამარდაშვილი განაცხადში არ იყო. მასპინძლები 27-ე წუთზე უგო დურომ დააწინაურა. 55-ე წუთზე კილიან მბაპეს წაქცევისთვის დანიშნული პენალტი ჯუდ ბელინგემმა ვერ გამოიყენა, რაც მის კარიერასი პირველად მოხდა – ინგლისელის დარტყმული ბურთი ძელმა აისხლიტა. 79-ე წუთზე “რეალის” ბრაზილიელმა ფორვარდმა ვინისიუს ჟუნიორმა მეტოქის მეკარეს ხელი ჰკრა და გააძევეს.  სტუმრებიდან 85-ე წუთზე საპასუხო ბურთი ლუკა მოდრიჩმა გაიტანა, რომელიც მოედანზე 5 წუთის შესული იყო. მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-5 წუთზე ვალენსიელთა კარი ჯუდ ბელინგემმა აიღო და თავის გუნდს 3 ქულა მოუტანა.
„ვალენსია“ 12 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-19 ადგილზეა, ხოლო „რეალი“ 43 ქულით გალიდერდა, მაგრამ მეორე პოზიციაზე მყოფ „ატლეტიკოსთან“ შედარებით, რომელსაც 41 ქულა აქვს, ერთი მატჩით მეტი ჩაატარა.
ლაშა თაბაგარი