ბუდუ ზივზივაძემ „ჰაიდენჰაიმის“ მაისურით მიმდინარე სეზონში გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში მე-5 გოლი გაიტანა. მე-12 ტურში „ჰაიდენჰაიმი“ სტუმრად „დარმშტადტთან“ 1:3 დამარცხდა, ხოლო საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა შეუცვლელად ითამაშა.
შეხვედრის მე-5 წუთზე ზივძივაძემ ანგარიში გახსნა, როდესაც მეკარის მოგერიებულს დაამატა. მე-13 წუთზე მეტოქის საჯარიმოში მყოფ ბუდუს დუბლის შესრულება შეეძლო, მაგრამ თავით ბურთი კარს მცირე მანძილით ააცილა. 22-ე წუთზე მასპინძლებიდან საპასუხო ბურთი კელმა გაიტანა, ხოლო 27-ე წუთზე ვუკოტიჩმა „დარმშტადტი“ წინ გაიყვანა.
პირველ ტაიმში ზივზივაძე მეტოქის კარს კიდევ ორჯერ დაემუქრა, მაგრამ ორივე შემთხვევაში ბურთს მეკარე დაეუფლა. შესვენების შემდეგ, მან გოლის გატანა კიდევ ერთხელ სცადა, თუმცა არაზუსტად დაარტყა. 62-ე წუთზე მასპინძლებში დუბლი კელმა შეასრულა და დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა. ზივზივაძისთვის განვლილი შეხვედრა ამ სეზონში მეორე ბუნდესლიგაში მე-10 იყო. „ჰაიდენჰაიმი“ 16 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





