ზივზივაძე კარიერას “ჰაიდენჰაიმში” გააგრძელებს

0
95

ბუდუ ზივზივაძე გერმანიის პირველი ბუნდესლიგის ბინადად “ჰაიდენჰაიმში” ითამაშებს, რასაც ამ კლუბის პრესსამსახური იუწყება. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა კონტრაქტი 2029 წლამდე გააფორმა. ის 2023 წლის იანვრიდან “კარლსრუეში” გამოდიოდა, სადაც ყველა ტურნირში ჩატარებულ 60 მატჩში 27 გოლი გაიტანა.
39 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში კარლსრუელთა მაისურით მეორე ბუნდესლიგაში ჩატარებულ 17 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 12-ჯერ აიღო და 4 საგოლე პასი გააკეთა. ზივზივაძემ საქართველოს ეროვნულ გუნდში 2017 წლიდან დღემდე 34-ჯერ ითამაშა და 8 გოლი გაიტანა.
“ჰაიდენჰაიმი” ბუნდესლიგის 18 გუნდში მე-16 ადგილზეა და ლიგაში დასარჩენად იბრძვის.
ლაშა თაბაგარი