ზივზივაძე: „ბუნდესლიგაში თამაში ძალიან მინდოდა“

0
76

ბუდუ ზივზივაძეს გერმანიის პირველ ბუნდესლიგაში თამაში ძალიან სურდა და ამიტომ. „ჰაიდენჰაიმის“ შეთავაზებაზე დიდი ხანი არ უფიქრია.
„ჰაიდენჰაიმის“ ხელმძღვანელებმა გულმოდგინედ იმუშავეს. რომ ეს ტრანსფერი განხორციელებულიყო. მე ძალიან მინდოდა ამ შესაძლებლობით მესარგებლა და ბუნდესლიგაში მეთამაშა. ახლა მსურს, რომ ჩემი წვლილი შევიტანო, რათა გუნდმა სეზონის ბოლოს ლიგაში ადგილი შეინარჩუნოს. სეზონის განახლებას მოუთმენლად ველოდები“ – განაცხადა საქართველოს ეროვნული გუნდის 30 წლის ფორვარდმა „ჰაიდენჰაიმთან“ კონტრაქტის 2029 წლამდე გაფორმების შემდეგ.
„ჩვენ გარკვეული დროის განმავლობაში ბუდუ ზივზივაძის განვითარებას ყურადღებით ვაკვირდებოდით. გასულ სეზონში ის „კარლსრუეში“ საუკეთესო მოთამაშე იყო. მიმდინარე სეზონის პირველ ნახევარში კიდევ უფრო უკეთესად გამოიყურებოდა და 17 მატჩში 12 გოლი გაიტანა. ბუდუმ საუცხოოდ გამოამჟღავნა თუ როგორი ბომბარდირული თვისებები აქვს. ამიტომ, დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენს გუნდს აუცილებლად დაეხმარება ბუნდესლიგაში დარჩენაში და ძალიან მიხარია, რომ ჩვენ აგვირჩია“ – აღნიშნა „კარლსრუეს“ გენერალურმა დირექტორმა ჰოლგერ სანვალდმა.
ლაშა თაბაგარი