მამარდაშვილის „ვალენსია“ მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა

0
73

ესპანეთის „ვალენსიას“ ხელმძღვანელებმა მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან რუბენ ბარახა დაითხოვეს. ეს გასაკვირი არაა, რადგან მიმდინარე სეზონში გიორგი მამარდაშვილის გუნდი ძალიან ცუდად გამოდის და სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა ადგილზეა.
ბარახა, რომელიც „ვალენსიას“ ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი იყო, გუნდს სათავეში 2023 წლის 14 თებერვალს ჩაუდგა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ესპანეთის ლა ლიგაში ადგილი შეინარჩუნა, ხოლო გასულ სეზონში მე-9 ადგილი დაიკავა.
„ვალენსიამდე“ ბარახა „ელჩეს“, „რაიო ვალეკანოს“, ხიხონის „სპორტინგს“, „ტენერიფეს“ და „სარაგოსას“ ავარჯიშებდა.
ლაშა თაბაგარი