ალესანდრო ნესტა „მონცადან“ გაუშვეს

0
50

ალესანდრო ნესტა „მონცას“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაუშვეს, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება.
„მონცამ“ ყველა ტურნირში ჩატარებული ბოლო ოთხი შეხვედრიდან ოთხივე წააგო. საერთოდ, მიმდინარე სეზონში გუნდმა ჩემპიონატში მხოლოდ 2-ჯერ გაიმარჯვა და 17 ტურის შემდეგ 10 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში ბოლო მე-20 ადგილზეა.
48 წლის ნესტა „მონცას“ 2024 წლის ივლისიდან ხელმძღვანელობდა. მანამდე, იტალიის ეროვნული ნაკრების ექსმცველი „რეჯანას“, „ფროზინონეს“, „პერუჯას“ და „მაიამის“ წვრთნიდა.
ლაშა თაბაგარი