“ემპოლიმ”, რომელშიც საბა გოგლიჩიძე თამაშობს, იტალიის სერია A-ში ზედიზედ მეორე თამაში წააგო. ამჯერად, ტოსკანელები სტუმრად გათამაშების ლიდერ ბერგამოს “ატალანტას” შეხვდნენ და მიუხედავად იმისა, რომ ორი ბურთი გაიტანეს, საბოლოოდ ქულაც ვერ აიღეს.
“ემპოლი” მე-13 წუთზე კოლომბომ დააწინაურა, ხოლო 34-ე წუთზე დე კეტელაარმა საპასუხო ბურთი გაიტანა. პირველი ტაიმის ბოლო წუთზე ბერგამოელები ლუკმანმა დააწინაურა. 57-ე წუთზე სტუმრებიდან თანაფარდობა პენალტიდან ესპოზიტომ აღადგინა. სასტარტო შემაედგენლობაში მყოფ საქართველოს ნაკრების მცველი მე-80 წუთზე შეცვალეს, რადგან თანაგუნდეს შეეჯახა და ტრავმა მიიღო.ის მიმდინარე სეზონში მეორედ დაშავდა. “ატალანტადან” 86-ე წუთზე დუბლი დე კეტელაარმა მიითვალა და თავის გუნდს 3 ქულა მოუტანა. “ემპოლი” 19 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზეა. ტოსკანელები მომდევნო შეხვედრას 28 იანვარს სახლში “ჯენოასთან” ჩაატარებენ.
ლაშა თაბაგარი




