“სენტ-ეტიენი”, რომელშიც ზურიკო დავითაშვილი გამოდის, საფრანგეთის თასის გათამაშებას დაემშვიდობა. 1/32-ფინალში “სენტ-ეტიენი” შინ “მარსელს” დაუპირისპირდა და 0:4 წააგო. 21-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 0:0 იყო, მასპინძლებს თავდამსხნელი სისოკო გაუძევეს. სტუმრები 22-ე წუთზე გრინვუდმა დააწინაურა, ხოლო 34-ე წუთზე რაბიომ ანგარიშში სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა. 66-ე წუთზე თავი ლუის ენრიკემ გამოიჩინა, 81-ე წუთზე “სენტ-ეტიენი” კარი ჰოიბერგმა აიღო.
საქართველოს ეროვნული გუნდის შემტევი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და პირველი ტაიმის მერე შეცვალეს. “სენტ-ეტიენი” მომდევნო მატჩს შინ ლიგა 1-ში “რენთან” ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი





