დვალი აპოელთან ერთად 1/8-ფინალის საგზურისთვის ბრძოლას განაგრძობს

0
56

ლაშა დვალმა, რომელიც აპოელის შემადგენლობაში კვიპროსის ჩემპიონატში სტაბილურად თამაშობს, კონფრენეს ლიგის მიმდინარე გათამაშებაში პირველი მატჩი ჩაატარა. საერთო ეტაპის ბოლო მე-6 ტურში აპოელი შინ ყაზახეთის „ასტანას“ დაუზავდა (1:1) და 10 ქულით 36 გუნდში მე-10 ადგილზე გავიდა, რის წყალობით 1/8-ფინალის საგზურისთვის ბრძოლას აგრძელებს.
განვლილ შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და მოედანზე 78-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა. მასპინძლები 56-ე წუთზე დონისმა დააწინაურა, ხოლო სტუმრებიდან საპასუხო ბურთი კაჟუკოლოვასმა გაიტანა.
კონფერენს ლიგის 1/8-ფინალში პირდაპირ გავიდნენ გუნდები, რომლებმაც ცხრილში პირველიდან მერვე ადგილი დაიკავეს:
ჩელსი (ინგლისი), გიმარაეში (პორტუგალია), ფიორენტინა (იტალია), რაპიდი (ავსტრია), დიურგარდენი (შვედეთი), ლუგანო (შვეიცარია), ლეგია (პოლონეთი), სერკლ ბრიუგე (ბელგია).
გუნდები, რომლებმაც საერთო ეტაპზე მეცხრედან ოცდამეოთხე ადგილის ჩათვლით დაიკავეს 1/8-ფინალის საგზურის მისაღებად პლეი-ოფში ითამაშებენ:
იაგელონია (პოლონეთი), შემროკ როვერსი (ირლანდია), აპოელ (კვიპროსი), პაფოსი (კვიპროსი), პანათინაიკოსი (საბერძნეთი), ოლიმპია (სლოვენია), ბეტისი (ესპანეთი), ჰაიდენჰაიმი (გერმანია), გენტი (ბელგია), კოპენჰაგენი (დანია), ვიკინგური (ოსლანდია), ბორაცი (ბოსნია), ცელიე (სლოვენია), ომონია (კვიპროსი), მიოლდე (ნორვეგია), ბაჩკა ტოპოლა (სერბეთი).
პლეი-ოფის კენჭისყრა 20 დეკემბერს გაიმართება. პლეი-ოფის პირველი თამაშები 2025 წლის 13 თებერვალს ჩატარდება, ხოლო საპასუხო 20 თებერვალს. წყვილების 8 გამარჯვებული 1/8-ფინალში პირდაპირ გასულ გუნდებს შეუერთდება. 1/8-ფინალის კენჭისყრა 21 თებერვალს ჩატარდება.
ლაშა თაბაგარი