ვიტორ პერეირა „ვულვზს“ გაწვრთნის

0
79

ინგლისის პრემიერლიგის ერთ-ერთ აუტსაიდერ „ვულვერჰემპტონს“ ვიტორ პერეირა გაწვრთნის, რის შესახებ კლუბის პრესსამსაცური იუწყება.
პორტუგალიელმა სპეციალისტი ბოლოს საუდის არაბეთის „ალ შაბაბს“ წვრთნიდა, რომელიც „ვულვზში“ დანიშვნამდე ერთი დღით ადრე დატოვა. მანამდე, 56 წლის სპეციალისტი „ესპინიოს“, „პორტუს“, „ალ აჰლის“, „ოლიმპიაკოსს“, „ფენერბაჰჩეს“, „მიუნხენ 1860“-ს, „შანხაი სპგს“, „კორინთიანსს“ და „ფლამენგოს“ ავარჯიშებდა.
პერეირა „ვულვზის“ თავკაცის თანამდებობაზე გარი ნევილი შეცვალა, რომელიც თანამდებობიდან 15 დეკემბრიდან დაითხოვეს.
„ვულვზმა“ ზედიზედ ოთხი თამაში წააგო და 9 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-19 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი