ჭანტურიშვილის მესამე გოლი ჩეხეთში

0
56

ვახტანგ ჭანტურიშვილმა მიმდინარე სეზონში „იაბლონეცის“ მაისურით ჩეხეთის უმაღლეს დივიზიონში თავისი მე-3 გოლი გაიტანა. მე-19 ტურში „იაბლონეცი“ სტუმრად პრაღის „სპარტას“ დაუპირისპირდა და 1:2 წააგო.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 34-ე წუთზე დაახლოებით 23 მეტრიდან ძლიერი დარტყმით ანგარიში გახსნა – 0:1. ამ ეპიზოდში პრაღელთა მეკარემ არადამაჯერებლად ითამაშა. ჭანტურიშვილმა შეუცვლელად ითამაშა. „იაბლონეცი“ 30 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-5 ადგილზეა.
საბერძნეთის სუპერლიგის მე-15 ტურში „პანსეირაკოსი“ გასვლაზე „არისთან“ 0:1 დამარცხდა. სტუმრებში ჩვენი ეროვნული გუნდის მეკარე ლუკა გუგეშაშვილმა შეუცვლელად ითამაშა და თავის ანგარიშზე 12 მოგერიება ჩაიწერა. „პანსეირაკოსი“ 16 ქულით 14-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეათეა.
კვიპროსის ჩემპიონატის მე-14 ტურში აპოელმა შინ „ენოსისი“ 2:0 დაამაცხა. მასპინძლებში საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა ლაშა დვალმა ორი ტაიმი ჩაატარა. აპოელი 24 ქულით 14 გუნდში მეხუთეა.
იტალიის სერია B-ს მე-17 ტურში „კრემონეზემ“ გასვლაზე „ჩიტადელასთან“ 0:0 ითამასა. ლუკა ლოჩოშვილი სტუმრების განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია. „კრემონეზე“ 25 ქულით 20 გუნდში მეოთხეა.
ლაშა თაბაგარი