ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის მე-18 ტურში „გრანადა“ „რასინგს“ დაუპირისპირდა და სამი უპასუხო ბურთი გაუტანა. ჩვენი ეროვნული გუნდის გარემარბი სასტარტოში იყო და 81-ე წუთზე შეცვალეს. გრანადელები წინ 23-ე წუთზე ხუსტო ვილარმა გაიყვანა, ხოლო უზუნიმ 52-ე წუთზე სტუმართა კარი მეორედ აიღო. უზუნიმ 76-ე წუთზე დუბლი შეასრულა და ეს გოლი შეხვედრაში საბოლოო აღმოჩნდა. „გრანადა“ 26 ქულით 22-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეშვიდეა.
„პერსეპოლისმა“, რომელშიც გიორგი გველესიანი გამოდის, ირანის ჩემპიონატის მე-11 ტურში შინ „ნასაჯს“ დაუპირისპირდა და 0:1 დამარცხდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა შეუცვლელად ითამაშა. სტუმრებმა ერთადერთი გოლი 25-ე წუთზე გაიტანეს. გუნდებმა დაპირისპირება არასრული შემადგენლობებით დაასრულეს, რადგან „პერსეპოლისს“ ერთი ფეხბურთელი გაუძევეს, ხოლო „ნასაჯს“ – ორი. მოქმედი ჩემპიონი „პერსეპოლისი“ 20 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მესამეა.
ლაშა თაბაგარი
მთავარი ნიუსი წიტაიშვილმა „რასინგთან“ მოიგო