კიტეიშვილის კიდევ ერთი შედეგიანი მატჩი ავსტრიაში

0
10

ოთარ კიტეიშვილმა „შტურმის“ მაისურით მიმდინარე სეზონში ავსტრიის ბუნდესლიგაში მე-3 საგოლე პასი მიითვალა. მე-16 ტურში გრაცელები გასვლაზე „ტიროლს“ შეხვდნენ და 3:0 დაამარცხეს.
კიტეიშვილმა „შტურმს“ შეუცვლელად უკაპიტნა და 81-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 1:0 იყო, საგოლე გადაცემა ჯატას გაუკეთა, რომელმაც ანგარიში გაზარდა. იმ დროს სტუმრები კაცნაკლული იყვნენ, რადგან 41-ე წუთზე ფეხბურთელი გაუძევეს. თავის მხრივ, ტიროლელები 73-ე წუთზე ათნი დარჩნენ, რადგან ორი ყვითელი ბარათის მიღების გამო მოთამაშემ მატჩი ნაადრევად დაასრულა. მოქმედი ჩემპიონი „შტურმი“ 36 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში ლიდერია და მეორე ადგილზე მყოფ „აუსტრიას“ 6 ქულით ასწრებს. კიტეიშვილმა ამ სეზონში 3 საგოლე გადაცემის გარდა, თავის ანგარიშზე 6 გოლი ჩაიწერა.
„ვოლფსბერგმა“ ლასკი მიიღო და 2:1 აჯობა. მასპინძლების განაცხადში ქართველი ნახევარმცველი სანდრო ალთუნაშვილი არ იყო. „ვოლფსბერგი“ 23 ქულით მეოთხეა.
ლაშა თაბაგარი