ქოჩორაშვილის „ლევანტეს“ დასანანი მარცხი

0
6

„ლევანტე“, რომელშიც გიორგი ქოჩორაშვილი გამოდის, ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის მე-18 ტურში სტუმრად „მირანდესთან“ 87-ე წუთამდე იგებდა, მაგრამ საბოლოოდ ქულა ვერ აიღო.
გიორგი ქოჩორაშვილი ვალენსიელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე შეცვალეს. „ლევანტედან“ ანგარიში 56-ე წუთზე ანდრეს გარსიამ გახსნა. მასპინძლებიდან საპასუხო ბურთი 87-ე წუთზე ჟოელ როკამ გაიტანა, ხოლო 93-ე წუთზე „მირანდესს“ ოანიჩელიმ მოაგებინა.
„ლევანტეს“ 29 ქულა აქვს და 22-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი