ეგოიანის კიდევ ერთი საგოლე გადაცემა

0
8

ირაკლი ეგოიანმა „ვიტესის“ მაისურით მიმდინარე სეზონში მეორე საგოლე პასი მიითვალა. ნიდერლანდების რანგით მეორე დივიზიონის მე-18 ტურში არნემელები სტუმრად „მაასტრიხტს“ შეხვდნენ და ქულა აიღეს – 2:2.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველის სასტარტო შემადგენლობაში იყო და 31-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილმა პასი გუდელის გაუკეთა, რომელმაც ანგარიში გახსნა. მანამდე, ეგოიანმა საგოლე გადაცემა ნიდერლანდების თასზე შეასრულა. მის ანგარიშზე ასევე ჩემპიონატში გატანილი 2 გოლია. 57-ე წუთზე სმელსმა საპასუხო ბურთი გაიტანა, ხოლო 81-ე წუთზე ესაიასმა მასპინძლები დააწინაურა. 88-ე წუთზე ბუტნერმა „მაასტრიხტის“ კარი აიღო და საგოლე კომბინაციაში ეგოიანიც მონაწილეობდა.
„ვიტესს“ ფინანსური პრობლემების გამო სეზონის დაწყების წინ ქულები დააკლეს და მინუს 11 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში ბოლოა.
ლაშა თაბაგარი