გიორგი ლორიას შეცდომა არადიპოუს „ომონიას“ კვიპროსის ჩემპიონატში სამ ქულად დაუჯდა. მე-13 ტურში ომონიელები სტუმრად ლარნაკას აეკ-ს შეხვდნენ და 0:1 დამარცხდნენ.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ შეუცვლელად ითამაშა და 72-ე წუთზე კარიდან გამოსვლის დროს შეცდა, რის შემდეგ კაბრერამ მატჩში ერთადერთი გოლი გაიტანა. არადიპოუელებს 12 ქულა აქვთ და 14-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზე არიან.
ლორია „ომონიაში“ სადებიუტო სეზონს ატარებს და 13-ჯერ ითამაშა.
ლაშა თაბაგარი
მთავარი ნიუსი ლორიას შეცდომა სამ ქულად დაუჯდა