პატრიკ ვიეირა „ჯენოას“ გაწვრთნის

0
56

პატრიკ ვიეირა „ჯენოას“ მთავარ მწვრთნელად დანიშნეს. საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და ლონდონის „არსენალის“ ექსკაპიტანმა გენუურ კლუბში ალბერტო ჯილარდინო შეცვალა, რომელიც 2022 წლის დეკემბრიდან მუშაობდა.
2023-2024 წლების სეზონში 48 წლის ვიეირა საფრანგეთის ლიგა 1-ში მოასპარეზე „სტრასბურგს“ ავარჯიშებდა. მანამდე, ის „ნიუ იორკ სიტის“, „ნიცას: და „კრისტალ პალასის“ მთავარი მწვრთნელი იყო. იტალიის სერია A-ში ჩატარებული 12 ტურის შემდეგ, „ჯენოა“ 10 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-17 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი