18-წლამდელებმა მოლდოველებს ორივე სპარინგში აჯობეს

0
39

საქართველოს 18 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, რომელსაც ვასილ მაისურაძე წვრთნის, მოლდოველ თანატოლებს მეორე ამხანაგური მატჩიც მოუგო.
რუსთავში მდებარე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრში ჩატარებულ შეხვედრაში მაისურაძის შეგირდებმა 2:0 გაიმარჯვეს. მასპინძლებიდან 33-ე წუთზე ანგარიში საბა მურვანიძემ გახსნა, ხოლო 67-ე წუთზე დავით ზაქარეიშვილმა სტუმართა კარი მეორედ აიღო და ეს გოლი დაპირისპირებაში საბოლოო აღმოჩნდა.
შეგახსენებთ, რომ ქართველმა 18-წლამდელებმა რუსთავში ჩატარებულ პირველ თამაშში 2;1 გაიმარჯვეს. მაისურაძის გაწვრთნილი გუნდიდან დუბლი გიორგი ფერაძემ შეასრულა, რომელმაც თავი მე-11 და 37-ე წუთზე გამოიჩინა, მოლდოველებმა ერთი ბურთი მეორე ტაიმში გაქვითეს.
ლაშა თაბაგარი