„ლიონი“, რომელშიც გიორგი მიქაუტაძე თამაშობს, ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა საფრანგეთის ლიგა 1-დან მოკვეთონ.
კონტროლისა და მართვის ეროვნულმა დირექციამ ეს გადაწყვეტილება „ლიონის“ მეპატრონე ჯონ ტეკსტორის მიერ მანამდე გაკეთებულიუ განცხადების საფუძველზე მიიღო. კერძოდ, ტეკსტორმა ვერ დაარწმუნა საკონტროლო ორგანო, რომელმაც ვერდიქტი პარასკევ საღამოს გამოიტანა. „ლიონი“ ზამთარში ახალ ფეხბურთელებს ვერ შეიძენს და გარდა ამისა, თუ ფინანსურ პრობლემას ვერ მოაგვარებს, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ რანგით მეორე ლიგაში დააქვეითებენ.
„ლიონის“ ვალი 505,1 მილიონი ევროა. 2023 წლის ზაფხულში კლუბის სატრანსფერო მოღვაწეობა უკვე კონტროლის ქვეშ იყო, ვიდრე ზამთარში მოუხსნიდნენ. კლუბმა ზაფხულის აუდიტორული შემოწმება გასული სეზონის ბოლოს გაიარა.
ლაშა თაბაგარი





