„იუვენტუსმა“ პოგბასთან კონტრაქტი შეწყვიტა

0
48

ტურინის „იუვენტუსმა“ პოლ პოგბასთან კონტრაქტი ოფიციალურად შეწყვიტა. კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეების შეთანხმების საფუძველზე 30 ნოემბრიდან საფრანგეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ექსნახევარმცველი იტალიური გრანდის წევრი აღარ იქნება.
პოგბას ოთხწლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს ანტისადოპინგო წესის დარღვევისთვის. 2023 წლის 11 სექტემბერს იტალიის სერია A-ს პირველ ტურში „უდინეზესთან“ (3:0) მატჩის შემდეგ, პოგბას სისხლში ტესტოსტერონის რაოდენობა გაზრდილი იყო. განმეორებითმა დოპინგ-ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა. ფრანგი 2023 წლის სექტემბრიდან „იუვენტუსთან“ ერთად აღარ ვარჯიშობს.
პოგბამ ანტისადოპინგო სააგენტოს გადაწყვეტილება საარბიტრაჟო სასამართლოში წარმატებით გაასაჩივრა და 4-წლიანი დისკვალიფიკაცია 18 თვემდე შეუმცირეს. მას 2025 წლის მარტის თვიდან თამაშის უფლება აქვს.
ლაშა თაბაგარი