19-წლამდელები ნორვეგიასთან ბრძოლაში დამარცხდნენ

0
66

საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, რომელსაც ლაშა ფირცხალაიშვილის წვრთნის, ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მეორე შეხვედრა წააგო.
მე-9 ჯგუფში ჩვენი გუნდი ნორვეგიელ თანატოლებს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში სამწუხაროდ ქულა ვერ აიღო. მატჩის 23-ე წუთზე ანგარიში ნიუჰამერმა გახსნა, ხოლო 39-ე წუთზე ეკორნესმა სკანდინავიელების უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა.
48-ე წუთზე ერთი ბურთი ვახტანგ სალიამ გაქვითა, რომელმაც პირველი თამაში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიზეზით გამოტოვა და ამჯერად, სასტარტოში იყო. 76-ე წუთზე გიორგი გოგსაძემ ანგარში გაათანაბრა. 86-ე წუთზე ნორვეგიელებიდან თავი რეიტან-სანდემ გამოიჩინა და ეს გოლი შეხვედრაში უკანასკნელი აღმოჩნდა. ნორვეგია 6 ქულით ჯგუფის ლიდერია, ხოლო საქართველო სამი ქულით მეორეა.
ფირცხალაიშვილის გაწვრთნილი გუნდი ჯგუფში ბოლო მატჩს 19 ნოემბერს ესტონეთთან ჩაატარებს.
მატჩის ოქმი – ნორვეგია 3:2 საქართველო
ლაშა თაბაგარი