„რომას“ ახალი მთავარი მწვრთნელი კლაუდიო რანიერია, რის შესახებ იტალიური კლუბის პრესსამსახური იუწყება.
73 წლის იტალიელმა სპეციალისტმა კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა. ის „რომას“ პირველად 2009-2011 წლებში წვრთნიდა, ხოლო შემდეგ 2019 წელს ავარჯიშებდა.
რანიერის ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში ყველაზე დიდი მიღწევა „ლესტერის“ თავკაცის რანგში 2015-2016 წლებში სეზონში ინგლისის პრემიერლიგის მოგებაა. გარდა ამისა, მისი ხელმძღვანელობით ფლორენციის „ფიორენტინამ“ იტალიის თასი და სუპერთასი მოიპოვა. ასევე, რანიერიმ „ვალენსიას“ ესპანეთის თასი და სუპერთასი ააღებინა.
გასულ სეზონში რანიერი “კალიარის” უძღვებოდა და იტალიის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ სამწვრთნელო კარიერის გაგრძელებას აღარ აპირებდა.
ლაშა თაბაგარი





