ESPN-ის ვერსიით კვარაცხელია მსოფლიო საუკეთესო გარემარბებში მესამეა

0
0

ცნობილმა სპორტულმა გამოცემა ESPN-მა გასული სეზონის მსოფლიოს 10 საუკეთესო გარემარბში ხვიჩა კვარაცხელია მე-3 ადგილზე დაასახელა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ესპანელ ლამინ იამალსა და ფრანგ მაიკლ ოლისეს ჩამორჩა.
ხვიჩა პსჟ-ში 2025 წლის იანვრიდან გამოდის და ყველა ტურნირში ჩატარებულ 82 მატჩში 28 გოლი გაიტანა. მან პარიზელებთან ერთად საფრანგეთის ჩემპიონატი ორჯერ, საფრანგეთის თასი ერთხელ, საფრანგეთის სუპერთასი ერთხელ, უეფას ჩემპიონთა ლიგა ორჯერ, უეფას ევროპის სუპერთასი ორჯერ, ხოლო საკონტინენტთაშორისო თასი ერთხელ მოიგო. გარდა ამისა, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ითამაშა, სადაც პსჟ „ჩელსისთან“ დამარცხდა.
ის გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი მოთამაშეა, რომელმაც პლეი-ოფის ზედიზედ შვიდ შეხვედრაში საგოლე მოქმედება შეასრულა.
ლაშა თაბაგარი