„ლეჩეს“ “მილანის” ექსთავკაცი გაუძღვება

0
55

იტალიის სერია A-ს ერთ-ერთ აუტსაიდერ „ლეჩეს“ მარკო ჯამპაოლი გაწვრთნის. 57 წლის იტალიელმა სპეციალისტმა კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე გააფორმა. ბოლოს ჯამპაოლი გენუის „სამპდორიაში“ მუშაობდა, რომელიც 2022 წლის ოქტომბერში დატოვა. ის სამწვრთნელო კარიერიას განმავლობაში ასევე „ტორინოს“, „მილანს“, „ემპოლის“, „კრემონეზეს“, „ბრეშას“, „ჩეზენას“, „კატამიას“, „სიენას“ და „კალიარის“ ავარჯიშებდა.
იტალიის ჩემპიონატში ჩატარებული 12 ტურის შემდეგ, „ლეჩე“ 9 ქულით მე-12 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი