ლისაბონის „სპორტინგს“ ჟოაუ პერეირა გაწვრთნის, რის შესახებ პორტუგალიური კლუბის პრესსამსახური იუწყება. 40 წლის პორტუგალიელმა სპეციალისტმა რუბენ ამორიმი შეცვალა, რომელიც სათავეში „მანჩესტერ იუნაიტედს“ ჩაუდგა. მანამდე, პერეირა ლისაბონელთა ახალგაზრდულ გუნდს ავარჯიშებდა. ის „სპორტინგის“ სისტემაში 2021 წლიდან მუშაობს. პერეირა ფეხბურთელობის პერიოდში „სპორტინგში“ თამაშობდა.
ლისაბონელები 11 ტურის შემდეგ პორტუგალიის ჩემპიონატს 33 ქულით ლიდერობენ.
ლაშა თაბაგარი





