გრაცის „შტურმმა“, რომლის კაპიტანი ოთარ კიტეიშვილია, ავსტრიის ბუნდესლიგაში ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყარა. მე-13 ტურში გრაცელები სტუმრად „ჰარტბერგს“ შეხვდნენ და მინიმალური სხვაობით დაამარცხეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა მოედანზე ორი ტაიმი დაჰყო. გრაცელები მე-10 წუთზე ჩუკვუანიმ დააწინაურა, ხოლო 57-ე წუთზე „ჰარტბერგის“ კარი იერდიჩიმ აიღო. მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე მასპინძლებიდან თავი ჰოფმანმა გამოიჩინა. „შტურმი“ 29 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში პირველ ადგილზეა და მეორეადგილოსან „ზალცბურგს“ 5 ქულით ასწრებს.
„ვოლფსბერგმა“ თავის მოედანზე ვენის „აუსტრიასთან“ 0:1 წააგო. ჩვენი ეროვნული გუნდის ნახევარმცველი სანდრო ალთუნაშვილი სასტარტოში იყო და 79-ე წუთზე შეცვალეს. „აუსტრიადან“ ერთადერთი გოლი 61-ე წუთზე მალონემ გაიტანა. „ვოლფსბერგი“ 17 ქულით მეხუთეა.
ლაშა თაბაგარი





