ლობჟანიძის „ატლანტამ“ მესის „ინტერ მაიამი“ 1/4-ფინალში არ გაუშვა

0
56

„ატლანტა იუნაიტედმა“, რომელშიც საბა ლობჟანიძე გამოდის MLS-ის 1/8-ფინალიდან ლიონელ მესის „ინტერ მაიამი“ გამოთიშა.
„ატლანტელებმა“ მესამე გადამწყვეტ შეხვედრაში მაიამელები 3:2 დაამარცხეს, ხოლო საბა ლობჟანიძემ შეუცვლელად ითამაშა. მან სერიის პირველ მატჩში გოლი გაიტანა და თავისი გუნდის წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის.
მასპინძლები მე-17 წუთზე როხასმა დააწინაურა, ხოლო მე-19 წუთზე ანგარიში ტიარემ გაათანაბრა, რომელმაც ორ წუთში დუბლი შეასრულა. 65-ე წუთზე მესის თავური დარტყმის შემდეგ თანაფარდობა აღდგა – 2:2. 76-ე წუთზე ატლანტელებიდან თავი სლისზმა გამოიჩინა და ეს გოლი შეხვედრაში ბოლო აღმოჩნდა. „ატლანტა“ 1/4-ფინალში „ორლანდოს“ დაუპირისპირდება და პირველი თამაშს 25 ნოემბერს სტუმრად ჩაატარებს. ცნობისთვის, ატლანტელები ბოლო 5 წლის მანძილზე 1/4-ფინალში პირველად გავიდნენ. მათ MLS 2018 წელს მოიგეს.

ლაშა თაბაგარი