„სამტრედიამ“ „დინამოსთან“ ქულა აიღო

0
43

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში დარჩენისთვის მებრძოლმა „სამტრედიამ“ 32-ე ტურში თბილისის „დინამო“ მიიღო და მიუხედავად იმისა, რომ მატჩის მსვლელობისას აგებდა, საბოლოოდ ქულა აიღო.
შეხვედრის 22-ე წუთზე თბილისელებმა კუთხური ჩააწოდეს და სამტრედიელთა საჯარიმოში ბურთი ვახტანგ სალიამ მიიღო, რომელიც ერთ მეტოქეს გაცდა, რის შემდეგ ზუსტი დარტყმით ანგარიში გახსნა – 0;1. მან მიმდინარე სეზონში თავისი მეექვსე გოლი გაიტანა.
35-ე წუთზე სამტრედიელმა ფეხბურთემა მარჯვენა ფლანგიდან სტუმართა საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ბურთი განელმა დანიელ ოვუსუმ მიიღო და „ცხრიანში“ გაგზავნა – 1:1. მას ამ ეპიზოდში განელი ბენსონ ანანგი მეურვეობდა, რომელმაც ხელი ვერ შეუშალა.
ავსტრიელი ფერდინანდ ფელდჰოფერის გაწვრთნილ „დინამოს“ 39 ქულა აქვს 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-5 ადგილზეა, ხოლო ვლადიმერ კაკაშვილის ხელმძღვანელობით „სამტრედიას“ 27 ქულა აქვს და ბოლოა.
სამტრედია 1:1 დინამო თბ 
ლაშა თაბაგარი