ნიქაბაძემ უზბეკეთში გაიტანა

0
49

გიორგი ნიქაბაძემ მიმდინარე სეზონში უზბეკეთის სუპერლიგაში თავისი მეორე გოლი გაიტანა. 24-ე ტურში „ნავბახორმა“, სადაც ნიქაბაძე და თომა ტაბატაძე თამაშობენ შინ ტაშკენტის „ფახთაქორს“ შეხვდა და 5:2 დაამარცხა. ქართველი ლეგიონერებიდან სასტარტოში ტაბატაძე იყო, რომელიც 63-ე წუთზე ნიქაბაძემ შეცვალა. ამ უკანასკნელმა მეტოქის კარი მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე აიღო. მის ანგარიშზე 14 მატჩში გატანილი ორი გოლის გარდა, ერთი საგოლე გადაცემაა. „ნავბახორი“ 33 ქაულით 14 გუნდში მე-4 ადგილზეა. შეგახსენებთ, რომ უზბეკეთის ჩემპიონი ნაადრევად ჯაბა ჯიღაურის „ნასაფი“ გახდა.

ლაშა თაბაგარი