ალთუნაშვილის პირველი გოლი ავსტრიაში

0
44

სანდრო ალთუნაშვილმა, რომელიც მეორე სეზონია „ვოლფსბერგში“ გამოდის, ავსტრიის ბუნდესლიგაში თავისი პირველი გოლი გაიტანა.
მე-12 ტურში „ვოლფსბერგი“ სტუმრად „კლაგენფურტს“ შეხვდა და 1:2 წააგო. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი თამაშში 46-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც მისი გუნდი 0:2 მარცხდებობდა. 70-ე წუთზე სტუმრებმა კუთხური ჩააწოდეს და ალთუნაშვილმა დაახლოებით 25 მეტრიდან მიწაზე დაუშვბელად დაარტყა ბურთი, რომელიც ჯერ გვერდით ძელს მოხვდა, ხოლო შემდეგ კარში შევარდა. მან მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგაში 10-ჯერ (3-ჯერ სასტარტოში) ითამაშა და თავი ერთხელ გამოიჩინა. „ვოლფსბერგი: 17 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-5 ადგილზეა.
პოლონეთის ექსტრაკლასას მე-14 ტურში “კრაკოვიამ” ოთარ კაკაბაძის კაპიტნობით სტუმრად გდანსკის “ლეხია” 2:1 დაამარცხა. კრაკოველები 29 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-4 ადგილზე არიან.
ზაქარია ბეგლარიშვილმა ესტონეთის ჩემპიონატში თავისი მე-7 გოლი გაიტანა. მან 35-ე ტურში სტუმრად “ტამეკასთან” 3:3 დასრულებულ შეხვედრაში პენალტიდან ანგარიში ძირითად დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე გაათანაბრა. გარდა ამისა, ბეგლარიშვილმა ამ სეზონში “ტრანსის” მაისურით 10 საგოლე პასი შეასრულა.
ლაშა თაბაგარი