გიორგი გულიაშვილმა „სარაევოს“ მაისურით ბოსნიის ჩემპიონატში კიდევ ერთი გოლი გაიტანა. მე-12 ტურში სარაევოელები სტუმრად „სლობოდას“ შეხვდა და 6:0 გაანადგურა.
გულიაშვილმა შეუცვლელად ითამაშა და 79-ე წუთზე თანაგუნდელის პასის შემდეგ, მეკარესთან პირისპირ გასულმა ვიზავის ბურთი თავს ზემოთ გადაუგდო. ეს გოლი შეხვედრაში ბოლო აღმოჩნდა.
საქართველოს ეროვნული გუნდის ფორვარდს საუცხოო სტატისტიკა აქვს – 11 მატჩში 10 გოლი და 3 საგოლე პასი.
ლაშა თაბაგარი
მთავარი ნიუსი გულიაშვილმა ბოსნიაში თავი მეათედ გამოიჩინა