ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის „რეალის“ ყოფილმა კაპიტანმა შესაძლოა კარეირა „ბოკა ხუნიორსში“ გააგრძელოს.
Relevo-ს ინფორმაციით 38 წლის მცველი არგენტინულ გრანდთან მოლაპარაკებას აწარმოებს. თუ მხარეები შეთანხმდნენ, მაშინ რამოსი „ბოკას“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება, რადგან „სევილიასთან“ კონტრაქტი ზაფხულში ამოეწურა.
ესპანელმა ფეხბურთელმა კარიერის საუკეთესო პერიოდი „რეალში“ გაატარა.
ის რამოსი „რეალში“ 2005 წელს გადავიდა და ყველა ტურნირზე ჩატარებულ 671 მატჩში 101 გოლი გაიტანა. მან მადრიდელებთან ერთად ესპანეთის ლა ლიგა 5-ჯერ მოიგო, ესპანეთის თასი – 2-ჯერ, ჩემპიონთა ლიგა – ოთხჯერ, ესპანეთის სუპერთასი – ოთხჯერ, უეფასს სუპერთასი – 3-ჯერ, ხოლო მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი – 4-ჯერ.
რამოსმა ესპანეთის ეროვნულ გუნდში 180-ჯერ ითამაშა და 23 გოლი გაიტანა. მან „ფურია როხასთან“ ერთად ორჯერ ევროპის ჩემპიონატი, ხოლო ერთხელ მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.
ლაშა თაბაგარი
