კრისტალბეთ ეროვნულიგ 31-ე ტურმა სტარტი ქობულეთში მდება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრში აიღო, სადაც ფოთის „კოლხეთმა“ წყალტუბოს „სამგურალი“ მიიღო და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1.
კახა ჩხეტიანის გაწვრთნილი მასპინძლები 35-ე წამზე დაწინაურდნენ, როდესაც ფოთელთა შეტევის დროს მეტოქის ნახევარზე მყოფმა გიორგი აბუაშვილმა მარცხენა ფლანგიდან ზუსტი პასი გაუკეთა საჯარიმოში ლაშა კოხრეიძეს, რომელმაც ვარდნაში თავით ლამაზი გოლი გაიტანა – 1:0.
76-ე წუთზე ბრაზილიელმა ჯეფერსონჯ ჯერალდომ ფოთელთა საჯარიმოში მარცხნიდან გახსნილი თანამემამულე ფერნანდო ბული მოძებნა, რომელმაც ერთი შეხებით მახვილი კუთხიდან ანგარიში გაათანაბრა – 1:1. „კოლხეთს“ ზედიზედ 10 მატჩი არ მოუგია (4 ფრე და 6 მარცხი) – 31 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეშვიდეა.
იტალიელი რუდოლფო ვანოლის თავკაცობით „სამგურალმა“ 33 ქულა დააგროვა და მეექვსეა.
კოლხეთი 1913 1:1 სამგურალი
ლაშა თაბაგარი
