საბა გოგლიჩიძემ თავის იტალიურ კარიერაში პირველი წითელი ბარათი მიიღო. იტალიის სერია A-ს მე-10 ტურში “ემპოლიმ” მოქმედი ჩემპიონი მილანის “ინტერი” მიიღო და 0:3 დამარცხდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი 31-ე წუთზე ფრანგ ფორვარდ მარკუს ტურამს ეუხეშა და მთავარმა მსაჯმა ჯერ ყვითელი ბარათი აჩვენა. თუმცა, ეპიზოდის რეფერის ვიდეოასისტენტთან გადამოწმების შემდეგ, გოგლიჩიძე გააძევა.
უმცირესობაში დარჩენილმა “ემპოლის” პირველი გოლი 50-ე წუთზე ფრატეზიმ გაუტანა, რომელმაც 67-ე წუთზე დუბლი შეასრულა. 79-ე წუთზე მასპინძლების კარი ლაუტარო მარტინესმა აიღო.
“ემპოლიმ” ბოლო ოთხი მატჩიდან სამი წააგო და 11 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-11 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი
