„,მანჩესტერ სიტის“ რეკორდი ჩემპიონთა ლიგაში – ჰოლანდის საუცხოო გოლი

0
18

„მანჩესტერ სიტიმ“ ჩემპიონთა ლიგაში ძირითად დროში არწაგებული მატჩების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა. ძირითადი ეტაპის მე-3 ტურში მანჩესტერელებმა შინ პრაღის „სპარტა“ 5:0 გაანადგურეს. ამრეგად, პეპ გვარდიოლას გაწვრთნილი გუნდი ჩემპიონთა ლიგაში ზედიზედ 26 თამაშში არ დამარცხებულა. მანამდე, რეკორდი „მანჩესტერ იუნაიტედს“ ეკუთვნოდა, რომელმაც შოტლანდიელი სერ ალექს ფერგიუსინი ხელმძღვანელობით 2007 წლის სექტემბრიდან 2009 წლის მაისამდე მიჯრით 25 შეხვედრა არ წააგო.
„სპარტასთან“ დაპირისპირებაში დუბლი ნორვეგიის ეროვნული გუნდის თავდამსხმმელმა ერლინგ ჰოლანდმა შეასრულა, რომელმ,აც თავი 58-ე და 68-ე წუთზე გამოიჩინა. მან პირველი ძალიან ეფექტურად ნახტომში ქუსლით გაიტანა. ჰოლანდმა მიმდინარე სეზონში „სიტის“ მაისურით ჩატარებულ 12 მატჩში თავი 13-ჯერ გამოიჩინა. საერთო ჯამში, მის ანგარიშზე ჩემპიონთა ლიგაში 42 შეხვედრაში 44 გოლია.
ლაშა თაბაგარი