“შტურმი” ისევ უქულოდაა – კიტეიშვილს არ უთამაშია

0
19

გრაცის “შტურმი”, რომლის ღირსებას ოთარ კიტეიშვილი იცავს, ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპზე ისევ უქულოდაა. მე-3 ტურში ავსტრიულმა გუნდმა ლისაბონის “სპორტინგი” მიიღო და 0:2 დამარცხდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი საათადარიგო იყო და არ უთამაშია, რაც ძალიან იშვიათად ხდება. პორტუგალიელებიდან ანგარიში 23-ე წუთზე ანგარიში ნუნუ სანტოსმა გახსნა. 53-ე წუთზე გრაცელთა კარი დიოკერეშმა აიღო და ეს გოლი შეხვედრაში ბოლო აღმოჩნდა.
“შტურმი” ჩემპიონთა ლიგაში მომდევნო მატჩს 6 ნოემბერს გასვლაზე დორტმუნდის “ბორუსიასთან” ჩაატარებს. “შტურმი” ძირითადი ეტაპის 36 გუნდს შორის 32-ე ადგილზეა. ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში პირველი 8 გუნდი პირდაპირ გადის, ხოლო მეცხრედან მეთექვსმეტე ადგილზე და მეთექვსმეტედან ოცდამეოთხე ადგილზე გასულები ერთმანეთს პლეი-ოფში დაუპირისპირდებიან, რის შემდეგ კიდევ 8 ნგუნდი გამოვლინდება, რომlლებიც ტიტულისთვის ბრძოლას გააგრძელებენ.
გრაცის “შტურმის” და ლისაბონის “სპორტინგის” შეხვედრა გიორგი ყრუაშვილმა განსჯა. ქართველი არბიტრის ასისტენტები ლევან ვარამიშვილი და ზაზა ფიფია იყვნენ, ხოლო მეოთხე მსაჯი – გიორგი ავაზაშვილი.
მანამდე, ქართველ არბიტრებს მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე უმსაჯიათ, ჯგუფურ ეტაპზე კი, რომელიც მიმდინარე სეზონიდან ლიგის ფაზით შეიცვალა, ქართველებმა პირველად იმუშავეს.
ლაშა თაბაგარი