ბრატისლავას “სლოვანმა”, რომელშიც გურამ კაშია გამოდის ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპზე ზედიზედ მესამე შეხვედრა წააგო.მე-3 ტურში სლოვაკური გუნდი ესპანეთში ადგილობრივ “ჟირონას” დაუპირისპირდა და ორი უპასუხო გოლი გაუშვა. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა შეუცვლელად ითამაშა.
მასპინძლებიდან ანგარიში 42-ე წუთზე მიგელ გუტიერესმა გახსნა, ხოლო 73-ე წუთზე ხუანპემ მეტოქის კარი მეორედ აიღო. კაშიას გუნდი ჩემპიონთა ლიგაში მომდევნო მატჩს 5 ნოემბერს შინ ხორვატიის ზაგრების “დინამოსთან” ჩაატარებს. უქულო “სლოვანი” 36 გუნდში ბოლო ადგილზეა. ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში პირველი 8 გუნდი პირდაპირ გადის, ხოლო მეცხრედან მეთექვსმეტე ადგილზე და მეთექვსმეტედან ოცდამეოთხე ადგილზე გასულები ერთმანეთს პლეი-ოფში დაუპირისპირდებიან, რის შემდეგ კიდევ 8 ნგუნდი გამოვლინდება, რომlლებიც ტიტულისთვის ბრძოლას გააგრძელებენ.
ლაშა თაბაგარი
