დონეცკის „შახტარმა“, სადაც ირაკლი აზაროვი ირიცხება, ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპზე მიჯრით მეორე თამაში წააგო. მე-3 ტურში უკრაინელები ლონდონს ეწვივნენ და ადგილობრივი „არსენალისგან“ ერთი უპასუხო ბურთი გაუშვეს.
საქართველოს ეროვნული გუნდის მარცხენა მცველი თადარიგში იყო, მაგრამ არ უთამაშია. ინგლისელებმა დონეცკელთა მცველის ოლეგ რიზნიკის მიერ 29-ე წუთზე გატანილი ავტოგოლით მოიგეს. „შახტარი“ ჩემპიონთა ლიგაში მომდევნო თამაშს 6 ნოემბერს შინ შვეიცარიის „იანგ ბოიზთან“ გამართავს.
ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში პირველი 8 გუნდი პირდაპირ გადის, ხოლო მეცხრედან მეთექვსმეტე ადგილზე და მეთექვსმეტედან ოცდამეოთხე ადგილზე გასულები ერთმანეთს პლეი-ოფში დაუპირისპირდებიან, რის შემდეგ კიდევ 8 ნგუნდი გამოვლინდება, რომlლებიც ტიტულისთვის ბრძოლას გააგრძელებენ.
ლაშა თაბაგარი
