ირანის „პერსეპოლისი“, რომელშიც გიორგი გველესიანი გამოდის, აზიის ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპის მე-3 ტურში სტუმრად კატარის „ალ სადს“ შეხვდა და მინიმალური ანგარიშით წააგო.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა შეუცველელად ითამაშა. მასპინძლებიდან გამარჯვების ერთადერთი გოლი პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-2 წუთზე კოლუმბიელმა ლეგიონერმა ურიბემ გაიტანა. „პერსეპოლ;ისს“ მიმდინარე გათამაშებაში ჯერ არ მოუგია – 2 მარცხი და 1 ფრე.
ლაშა თაბაგარი
