ბრაზილიელი ნეიმარი ერთწლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ მოედანზე დაბრუნდა.
საუდის არაბეთის „ალ ჰილალამა> აზიის ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპის მე-3 ტურში გასვლაზე „ალ აინი“ 5:4 დაამარცხა. გამარჯვებულთა შემადგენლობაში ბრაზილიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა 77-ე წუთიდან ითამაშა. ნეიმარმა შარშან ოქტომბერში მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში ურუგვაის (0:2) ნაკრებთამ მატჩში მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და მას მერე მოედანზე პირველად გავიდა.
32 წლის ნეიმარი „ალ ჰილალში“ შარშან გადავიდა და ტრავმის მიღებამდე ჩატარებულ 5 მატჩში 1 გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი
