მტკ-ს ცენტრალური მცველი ილია ბერიაშვილი გამოცემა csakfoci-ს ვერსიით უნგრეთის ჩემპიონატის მე-10 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. განვლილ ტურში მტკ სტუმრად „დიოშდიორს“ შეხვდა და 2:0 დაამარცხა, ხოლო ქართველმა ლეგიოენერმა შეუცვლელად ითამაშა.
ცნობისთვის, ბერიაშვილი csakfoci-მ ბერიაშვილი მე-9 ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა და გასაკვირი არაა, რომ სიმბოლურშიც შეიყვანა.
26 წლის ფეხბურთელი მტკ-ში პირველ სეზონს ატარებს და 9 მატჩში 2 გოლი გაიტანა. მანამდე, ის ორი სეზონი კიდევ ერთ უნგრულ გუნდში „მეზიოკიოვეშდში“ გამოდიოდა.
ლაშა თაბაგარი
