ტაბატაძის მეცხრე გოლი უზბეკეთში, ნონიკაშვილმა პენალტი ვერ გაიტანა

0
18

თომა ტაბატაძემ მიმდინარე სეზონში უზბეკეთის სუპერლიგაში თავი მეცხრედ გამოიჩინა. 21-ე ტურში „ნავბახორი“ გასვლაზე „ნეფთჩის“ დაუპირისპირდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 2:2.
ამპლუით ფორვარდმა ტაბატაძემ შეუცვლელად ითამაშა და მე-80 წუთზე ანგარიში პენალტიდან გაათანაბრა – 1:1. იმავე წუთზე „ნავბახორის“ შემადგენლობაში კიდევ ერთი ქართველი ლეგიონერი თავდამსხმელი გიორგი ნიქაბაძე ჩაერთო. „ნავბახორი“ 30 ქულით 14-გუნდიან ჩემპიონატში მე-6 ადგილზეა.
უკრაინის პრემიერლიგის მე-10 ტურში „ჩერკასიმ“ „ინგულეცი“ მიიღო და 2:0 გაიმარჯვა. მასპინძლებში შოთა ნონიკაშვილმა შეუცვლელად ითამაშა და მე-15 წუთზე, როდესაც ანგარიში 0:0 იყო, პენალტი ვერ გამოიყენა. ცნობისთვის, მან თერთმეტმეტრიანი წინა ტურშიც შეასრულა და მიზანს მხოლოდ განმეორებითი დარტყმის მერე მიაღწია. „ჩერკასი“ 15 ქულით 16-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეხუთეა.
ლაშა თაბაგარი