გიორგი ზარიამ, რომელის ყაზახეთის პრემიერლიგაში თავის სადებიუტო სეზონს ატარებს, ალმათის „ქაირათის“ მაისურით თავისი მეხუთე გოლი გაიტანა. ამჯერად, ქართველმა ლეგიონერმა თავი 23-ე ტურში შინ „თურანთან“ 5:1 მოგებულ შეხვედრაში გამოიჩინა.
ზარია სასტარტო შემადგენლობაში იყო და 79-ე წუთზე ანგარიში გახსნა, როდესაც საჯარიმოში მყოფმა თანაგუნდელისგან მიღებული ბურთი კარში ერთი შეხებით გადაგზავნა, ის 79-ე წუთზე შეცვალეს. მან ჩემპიონატის გარდა, სამი გოლი ყაზახეთის ლიგის თასზე მიითვალა. „ქაირათის“ განაცხადში ქართველი ცენტრალური მცველი ლუკა გადრანი არ იყო, რომელიც ტრავმირებულია.
„ჟენისმა“ „ჟეტისუ“ მიიღო და ზურაბ თევზაძის გატანილი ერთადერთი გოლით გაიმარჯვა. ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა და მეტოქის კარი 55-ე წუთზე აიღო – საჯარიმოში ჩასულმა სტანდარტულის შესრულების მერე თავით სტუმართა კარი აიღო. იგი ყაზახეთში პირველი სეზონია თამაშობს და პირველი გოლი მიითვალა. „ჟენისის“ სასტარტოში გიორგი ფანცულაიაც იყო, რომელიც 83-ე წუთზე შეცვალეს. „ჯენისი“ 23 ქულით 13 გუნდში მეცხრეა.
ლაშა თაბაგარი
